აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, პოლონეთი და ისრაელი - ეს ის ქვეყნებია, სადაც 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსხვილი საოჯახო ტექნიკა გავიდა. „სტატისტიკის“ ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან სულ 3 ათას 774 ერთეული ტექნიკა გავიდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 ათას 377 ერთეული.რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც გასულ წლის პირველ კვარტალში საოჯახო ტექნიკის რეექსპორტი განხორციელდა, ჩამონათვალში უკრაინა ლიდერობს, სადაც ათას 701 ერთეული გავიდა. გარდა ამისა, 2018 წლის იანვარ-მარტში მსხვილი საოჯახო ტექნიკის რეექსპორტი განხორციელდა: არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, სომხეთში, შეერთებულ შტატებში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და აზერბაიჯანში.