საქართველო ყოველწლიურად დაახლოებით 580-დან 730 ტონამდე ასანთს მოიხმარს. სწორედ ამ მოცულობით ასანთს ყიდულობს ქვეყანა უცხოეთში.
2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში უკვე შემოვიდა 498 ათას 800 დოლარის ღირებულების 415 ტონა ასანთი. მთავარი მომწოდებლები, ისევე როგორც გასულ, მიმდინარე წელსაც რუსეთი და ინდოეთი არიან. მათ გარდა, იმპორტიორი ქვეყნები მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში იყვნენ ასევე - გერმანია და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ცნობისთვის, 2019 წელს საქართველოში, 710 ათასი დოლარის ღირებულების ასანთი შემოვიდა.