2018 წლის ივნისში “ეისითის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით ყოველ მესამე თბილისელს ერთხელ მაინც უმოგზაურია საზღვარგარეთ. თბილისელების 27% პირადი მიზნით, ხოლო 11% სამსახურებრივი ვიზიტით ყოფილა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მოგზაურთათვის ყველაზე პოპულარული ქვეყნები თურქეთი , რუსეთი , გერმანია, აზერბაიჯანი და საფრანგეთია. საინტერესოა, რომ თურქეთში მოგზაურობა განსაკუთრებით პუპულარულია 24 წლამდე თბილისელებში, რუსეთში მოგზაურობის გამოცდილება უფროსი ასაკის თბილისელებს აქვთ, საშუალო ასაკის თბილისელები კი გერმანიას ირჩევენ.თბისელების უმრავლესობა მოგზაურობისათვის საჭირო ბიუჯეტს მთელი წლის განმავლობაში აგროვებს, ხოლო მათი უმეტესობა, ვინც სამოგზაუროდ წასვლას ვერ ახერხებს, სწორედ უფულობას ასახელებს მთავარ მიზეზად.