24 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 23 ათას 720 ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასულ წლის ამავე პერიოდში 18 ათას 250 ტონა იყო ექსპორტირებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კი კვლავ რუსეთი და უკრაინა რჩება, ასევე საექსპორტო ქვეყნებია - სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ბელორუსი, ყირგიზეთი და ლატვია. რაც შეეხება ღირებულებას, მანდარინზე საბითუმო ფასი 40-დან 70 თეთრამდეა.