მიმდინარე წლის 3 დეკემბრის მდგომარეობით, მანდარინის ექსპორტმა 8 ათას 595 ტონა შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წელს ციტრუსის განსაკუთრებულად უხვი და ხარისხიანი მოსავალია, აქტიურად ხორციელდება ექსპორტი. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კი კვლავ რუსეთი, უკრაინა და სომხეთი არჩება, ასევე, ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალშია - ყირგიზეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, უზბეკეთი და ლატვია. მანდარინზე საბითუმო ფასი კილოგრამზე 40 თეთრიდან 70 თეთრამდეა.
შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბრიდან დაიწყო არასტანდარტული მანდარინის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა. სამრეწველო გადამუშავების 1 კილოგრამ მანდარინზე 10-თეთრიანი თანადაფინანსება მოქმედებს.