მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ქვეყნიდან მილიონ 473 ათას 330 ამერიკული დოლარის არომატიზებული ან არაარომატიზებული ჩაი გავიდა ექსპორტზე. აღსანიშნავია, რომ წლიურად ექსპორტი შემცირებულია, კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ჩაის ექსპორტი მილიონ 999 ათას 720 დოლარი იყო.
რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ჩაის ექსპორტი ხორციელდება, ჩამონათვალში ლიდერობს აზერბაიჯანი, სადაც 2021 წლის იანვარ-აპრილში 759 ათას 620 დოლარის ჩაი გავიდა ექსპორტზე. მას მოსდევს თურქეთი - 276 ათას 820 დოლარით; მე-3 ადგილზეა - თურქმენეთი, სადაც 91 ათას 160 დოლარის ჩაის ექსპორტი განხორციელდა; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ექსპორტიორი ქვეყნების ტოპ-ხუთეულში მონღოლეთი და ყაზახეთი იკავებენ, სადაც საანგარიშო პერიოდში ჩაის ექსპორტმა შესაბამისად, 85 ათას 570 დოლარი და 80 ათას 50 დოლარი შეადგინა.