ნორვეგიაში ელექტრომობილების მფლობელები გზებით სარგებლობისთვის დაწესებულ გადასახადს არ იხდიან. სარგებლობენ უფასო პარკირებით.იმის გამო, რომ დაბინძურების დონე სულ უფრო მატულობს, ავსტრიაში სიჩქარის ლიმიტია დაწესებული. მავნე აირების შესამცირებლად ამ ქვეყანაში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანებისთვის ზოგიერთ გზატკეცილზე მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა მოქმედებს და ავტომობილს 100 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება შეუძლია, თუმცა ამავე გზებზე ელექტრომობილებს 130 კმ/სთ სიჩქარით სიარულის უფლება აქვთ.საფრანგეთში ელექტრომობილის შესაძენად 6 ათას ევროს აძლევენ მოქალაქეებს და 4 ათას ევროს თუ დიზელზე მომუშავე მანქანას ელექტრომობილზე გაცვლიან. ჩინეთში ის, ვინც ელექტრომობილს ყიდულობს, საშუალოდ, 10 ათასი დოლარის ოდენობის სუბსიდიას იღებს და ამასთანავე შეძენის გადასახადისგან თავისუფლდება. დაგეგმილია, რომ 2040 წლისთვის ყოველი მეორე მანქანა ელექტრომობილი უნდა იყოს.