მას შემდეგ რაც საქართველოს მოქალაქეებს „შენგენის ზონის“ ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ, მოგზაურობის მსურველთა რიცხვი მნიშვნელოვნადაა მომატებული. ტენდენცია ახალი წლის დღეებში განსაკუთრებით მზარდია. ტურისტული კომპანიების წარმომადგენელთა ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ახალი წლის დღეების გასატარებლად ძიითადად ჩეხეთზე, ვენასა და უნგრეთზე აკეთებენ არჩევანს. ტურისტული სააგენტოს oktravel-ის მენეჯერის თქმით, შარშანდელთან შედარებით წელს ნაკლებად ირჩევენ დუბაისა და პარიზს. ტურისტული სააგენტო სთარ თრეველის ხელმძღვანელი, თათია სუხიტაშვილი ამბობს, რომ ახალი წლის დღეებში განსაკუთრებით მოთხოვნადია სტამბოლი. ხოლო ევროპული ქალაქებიდან - რომი და ბარსელონა. მისივე განმარტებით, წელს საქართველოში განსაკუთრებით, მცირებიუჯეტიან ფრენებზე გაიზარდა მოთხოვნა. როგორც ტურისტული კომპანიების წარომადგენლები აცხადებენ, საქართველოში სამოგზაუროდ წასვლის მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება