დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში წითელას ეპიდემიური აფეთქება გრძელდება. მისი თქმით, ეპიდემიის საწინააღმდეგოდ სერიოზული შემაკავებელი ღონისძიებები ტარდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეში საშუალოდ 2000-იდან 2500-მდე ადამიანი დამატებით იცრება.