"ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება. დღევანდელი მონაცემებით, იანვარ-თებერვალში 2 115 შემთხვევა დაფიქსირდა" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრა ნიუსს“ განუცხადა.მისი ინფორმაციით, ყოველდღიურად, წითელათი დაავადების 20-25 შემთხვევა ფიქსირდება და იანვარ-თებერვალში აღრიცხული შემთხვევები გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაცილებით მეტია.მისივე ინფორმაციით, წითელას საწინააღმდეგო აცრები ინტენსიური გახდა, თუმცა მაინც არასაკმარისია. გამყრელიძე განმარტავს, რომ გასულ წელს წითელას დაავადებით 3 ბავშვი დაიღუპა, წელს კი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.