2019 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115 მილიონ 700 ათასი ამერიკული დოლარი ანუ 308 მილიონ 400 ათასი ლარი შეადგინა, რაც 5.1 პროცენტით ანუ 5 მილიონ 600 ათასი დოლარით მეტია 2018 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
იმ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც საქართველოში იანვარში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, 27 მილიონ 600 ათასი დოლარით რუსეთი ლიდერობს; მას მოსდევს იტალია, საიდანაც 17 მილიონ 540 ათასი დოლარი შემოვიდა; ხოლო მე-3 ადგილზეა - საბერძნეთი 13 მილიონ 370 ათასი დოლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები ინაწილებენ, შესაბამისად, 12 მილიონ 340 ათასი და 12 მილიონ 310 ათასი დოლარით.
ამასთან, იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 15 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი ანუ 41 მილიონ 300 ათასი ლარი გადაიგზავნა.