2018 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარი ანუ 342 მილიონ 700 ათასი ლარი შეადგინა, რაც 5.6 %-ით ანუ 6 მილიონ 900 ათასი დოლარით მეტია 2017 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც საქართველოში წინა თვეში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, 37 მილიონ 700 ათასი დოლარით რუსეთი ლიდერობს, მას მოსდევს იტალია, საიდანაც 16 მილიონ 420 ათასი ამერიკული დოლარი შემოვიდა, ხოლო მე-3 ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები 14 მილიონ 200 ათასი დოლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი საბერძნეთი და ისრაელი ინაწილებენ, შესაბამისად, 14 მილიონ 170 ათასისა და 12 მილიონ 500 ათასი დოლარის ოდენობით.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19 მილიონ 200 ათასი ამერიკული დოლარი გადაიგზავნა.