ქვეყანაში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაზიანებები 81-მა ადამიანმა მიიღო - Palitra News

ქვეყანაში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაზიანებები 81-მა ადამიანმა მიიღო

2020-01-02 13:55:02+04:00

31 დეკემბრისა და 1 იანვრის მონაცემებით, რეგიონებსა და თბილისში ჯამში პიროტექნიკით დაზიანების 81 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 33 რეგიონებში, 48 კი თბილისში.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 51 პირს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.სამინისტროს ცნობით, რეგიონებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა 16 პირი გადაიყვანეს ჰოსპიტალში, თბილისში კი 35 მოქალაქე.