დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ქვეყანასა და მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს. მთავრი ეპიდემიოლოგის განცხადებით, მართალია მსოფლიოში ინფიცირების მძიმე შემთხვევებმა და გარდაცვალების პროცენტულმა რაოდენობამ იკლო, მაგრამ კვლავ განსაკუთრებით მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი ამერიკის შერთებულ შტატებში, რუსეთში, ინდოეთსა და ბრაზილიაში.
ამირან გამყრელიძე საქართველოში არსებული სიტუაციის მიმოხილვისას დეტალურად განმარტავს მე-19 პაციენტის გარდაცვალების მიზეზებს და აცხადებს, რომ ზოგადად ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია.