პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, ქვეყანაში არსებული დათვლის მეთოდოლოგიით თავს ვიტყუებთ. ამის შესახებ კაკულიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკური პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში სწორი ნაბიჯებით ვერ ვითარდება, რადგან როცა არასწორი სურათი გაქვს, არასწორად იგეგმები.