საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში მთავრობა კონცენტრირებული უნდა იყოს ეკონომიკირ განვითარების მიმართულებით. ქვეყანამ უნდა შეძლოს მოქალაქეების შემოსავლის ზრდა. გიორგი გახარიას თქმით, ქართული ეკონომიკა ევროპული ეკონომიკის ნაწილი უნდა გახდეს, ამასთან ქვეყანაში უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რათა მოქალაქეებს არ უწევდეთ საზღვარგარეთ წასვლა. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის უკვე დაწყებულია მუშაობა ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო დონის ეკონომისტები როგორც ევროპიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან.