ქვეყანა საკარანტინო ზონებს ჯერჯერობით ვერ გააუქმებს - Palitra News

ქვეყანა საკარანტინო ზონებს ჯერჯერობით ვერ გააუქმებს

2020-06-15 14:06:33+04:00

საქართველოში საკარანტინო ზონების გაუქმება ჯერჯერობით არ იგეგმება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამორან გამყრელიძის განცხადებითქვეყანაში შემოსული პირებისთვის კარანტინი ჯერჯერობით ძალაში რჩება. მისივე თქმით საკარანტინო ზონები ყველაზე ქმედითი მექანიზმი, რომლითაც ქვეყანაში დაავადების ფართოდ გავრცელების პრევენცია ხდება.