ქვეყანა, რომელმაც საქართველოს ტურისტული მიმოსვლის აღდგენის გადადება სთხოვა, ისრაელია - Palitra News

ქვეყანა, რომელმაც საქართველოს ტურისტული მიმოსვლის აღდგენის გადადება სთხოვა, ისრაელია

2020-06-10 11:58:38+04:00

ქვეყანა, რომელმაც საქართველოს ტურისტული მიმოსვლის აღდგენის გადადება სთხოვა, ისრაელია. შესაბამისად, ისრაელი აღარ იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც, როგორც ანონსდებოდა, 1-ელი ივლისიდან საქართველო ტურისტებს მიიღებს.

შეგახსენებთ, საქართველო საერთაშორისო ტურისტებს სწორედ 1-ელი ივლისიდან ელის. პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებდა, რომ სავარაუდოდ, ისრაელი იქნებოდა პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებდა, თუმცა როგორც პრემიერმა გუშინ განაცხადა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების გამო, ზოგიერთმა ქვეყანამ "ცოტა ხნით დალოდება" ითხოვა.