ბრიტანელ მომხმარებელთა ასოციაცია Which?-ის თანამშრომლებმა მოგზაურებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სია შეადგინეს. სპეციალისტებმა, ტურისეტებისთვის 20 ყველაზე პოპულარული ადგილი ოთხი კრიტერიუმი გაანალიზეს: დანაშაულის დონე, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების სააფრთხე, ტერაქტის საშიშორება და სტიქიური უბედურება.
ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ამ კატეგორიების მიხედვით ისლანდია გახდა. მას შემდეგ მოდის არაბეთის გაერთიანებული საამიროები, თუმცა ამ ქვეყანაში ტერაქტის საშიშროება უფრო მეტი იყო. მესამე ადგილზე სინგაპური გავიდა,სინგაპური შემდეგ ესპანეთი და ავსტრალიაა. ტურისტებისტვის ყველაზე არასახარბიელო პოპულარულ ადგილად თურქეთი და სამხრეთ აფრიკა დასახელდა. ამ ქვეყანაში ვირუსების საშიშროება და კრიმინალური დანაშაული მაღალია.