პოლონელმა კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, რომ 26 წლამდე დასაქმებულთათვის საშემოსავლო გადასახადი გააუქმონ. ამის შესახებ France 24 წერს. მათივე ინფორმაციით, ამის მიზეზი ევროკავშირის ქვეყნებში ახალგაზრდების გადინება და უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურების ძებნის ტენდენცია გახდა. France 24-ს განმარტებით, საშემოსავლო გადასახადი მოეხსნებათ 26 წლამდე ასაკის იმ პირებს, ვისი შემოსავლებიც 85 ათას 500 ზლოტს 22 ათას ამერიკულ დოლარს არ აღემატება.
პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პრეზიდენტის დასტურია საჭირო. კანონმდებლების მხარდამჭერთა ინფორმაციით, კანონით, რომელიც, სავარაუდოდ, 1-ელ აგვისტოს შევა ძალაში, დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი მიიღებს სარგებელს.