ქვემო სამგორში სარწყავის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ადგილზე მილხიდების, მონოლითური ბეტონის წყალგამშვები ჭებისა და ღარების საყრდენი ფილების მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, ტერიტორია მცენარეებითა და ბუჩქნარით იყო დაფარული. გაწმენდისა და მოწესრიგების პარალელურად, საექსპლუატაციო გზაც ეწყობა. ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხის ახალმოწყობილი მონაკვეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დამატებით 325 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მორწყავს.