ქვემოქართლში სათხის სამონასტრო კომპლქსის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყო. პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, „საყდრისის კომიტეტისა და კომპანია "RMG"-ს ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. სარეაბილიტაციო პროცესის საწყის ეტაპზე, ტაძართან მიმავალი გზის მონაკვეთი გასუფთავდება და დროებითი სამშენებლო-ინფრასტრუქტურელი ნაგებობები მოეწყობა. ტაძარი სრულად გაიწმინდება ხე-მცენარეებისაგან და სათანადო მეთოდით დამუშავდება. ამასთან, დღემდე შემორჩენილი კედლის მხატვრობის ფრაგმენტები კი დროებით კონსერვირდება. პროექტი ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის 7 უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის 4 წლიან პროგრამას მოიცავს და მილიონ 700 ათასი ლარის გამოყოფას გულისხმობს.