შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, 1 პირი დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბანში იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ის ტაქსით გადაადგილდებოდა.„პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას, სავარაუდოდ, ნახევარი კილო ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღო, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.