ქვემო ქართლში კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევები შემცირებისკენ მიდის - გუბერნატორი - Palitra News

ქვემო ქართლში კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევები შემცირებისკენ მიდის - გუბერნატორი

2020-05-11 14:54:14+04:00

ქვემო ქართლში კოვიდინფიცირების ფაქტების მატების ერთეული შემთხვევებია, უკონტროლო გავრცელება არ გვაქვს და დაავადების გამოვლენის ფაქტები შემცირებისკენ მიდის, - ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისივე განცხადებით, ბოლო 4 დღის განმავლობაში მარნეულში ფართომაშთაბიანი კვლევები ჩატარდა, 1680 საკვლევი მასალიდან კი კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ექიმია. რაც შეეხება თეთრიწყაროს, გუბერნატორის ინფორმაციით, გუშინ ოთხი, დღეს კი ინფიცირების სამი ახალი დადასტურებული ფაქტია. ამასთან, როგორც რეხვიაშვილმა განმარტა, დღეიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში მარნეულის მსგავსად გაკეთდება რამდენიმე მიმღები ცენტრი, სადაც მოსახლეობა კოვიდინფექციაზე მასიურად შემოწმდება. ქვემო ქართლის რეგიონში დღეისათვის კოვიდინფიცირების 207 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 57 ადამიანი.