ქვემო ქართლის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ. მათ მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრნენ, ადგილზე არსებული საჭიროებები მოისმინეს და 2020 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტები მათთან ერთად დასახეს. შეხვედრისას საუბარი შეეხო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, წყალმომარაგებით უზრუნველყოფის, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის, ასევე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების გაუმჯობესების საკითხებს.