ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში კომპანია "ზეგის" დირექტორი თამარ კობერიძე გამოიკითხა. თამარ კობერიძის გამოკითხვა რუსთავში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა კომპანიის იურისტი ქეთი მირიანაშვილიც. თამარ კობერიძემ პოლიციის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. ადვოკატის თქმით კი, კობერიძემ გამოძიებას კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა.
"ზეგ"-ის იურისტი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერების დროულად გახსნას ითხოვს და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მათი კომპანიისთვის მიყენებულ ზიანზე საუბრობს. შეგახსენებთ 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია „ზეგის“ თანამშრომელი იყო.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.