18:25
23 იანვარი, 2022, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია 4 პირი
27-09-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 4 პირი: 1995 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ფ.ო., 1998 წელს დაბადებული ი.ი., 1985 წელს დაბადებული შ.ჰ. და 1975 წელს დაბადებული ფ.მ. დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მცხოვრები მოქალაქის - 1950 წელს დაბადებული მ.ბ.-ის საცხოვრებელ სახლში ყაჩაღობის მიზნით უკანონოდ შეაღწიეს.

უყების ცნობით, თავდამსხმელებმა ქალი გაკოჭეს, დანის გამოყენების მუქარით უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 1000 ლარზე მეტ თანხას, 3000 ლარამდე ღირებულების ოქროს სამკაულებსა და სხვა ძვირფასეულობას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოთხივე ბრალდებული დააკავეს.

პოლიციამ ყაჩაღობის გზით დაუფლებული სამკაულების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს” , - ნათქვამია ინფორმაციაში.

AutoPlay
ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
უკრაინის საელჩოსთან მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
დიდი ბრიტანეთი რუსეთს გაფრთხილებას უგზავნის
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ლისის ტბაზე "ბედნიერების ვექტორი 2022"-ის პირველი, სადებიუტო მსვლელობა-მარათონი გაიმართა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
მოგიწოდებთ, არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
აგრესია დასრულდება მაშინ, როცა დასავლეთი რუსეთს გაუგზავნის მკაფიო სიგნალს: "უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია, არასდროს დაგიბრუნდებათ" - დმიტრო კულება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები