ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა მარნეულში ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა. მისი განცხადებით, ჰოსპიტალში მყოფი ადამიანების ტესტირებამ კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.
რეხიაშვილის თქმით, დღეის მდგომარეობით საველე ჰოსპიტალში 12 პაციენტია, რომელთაგანც შვიდის ტესტირების პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
გუბერნატორმა მოსახლეობის პირველადს დახმარებაზეც ისუაბრა და განაცხადა, რომ ამ დროის მონაცემებით სახელმწიფო, მარნეულში 1000 ოჯახს დაეხმარა.