ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მარნეულში არსებული სავალე ჰოსპიტალი მზად არის პაციენტების მისაღებად, თუმცა ამ დრომდე ჰოსპიტალში გადაყვანის საჭიროება არ დამდგარა. მისი თქმით, საველე ჰოსპიტალში მოხდება პაციენტის კვლევა და დიაგნოზის დადასტურების შემდეგ პაციენტი მკურნალობას დედაქალაქში გააგრძელებს. მისივე ინფორმაციით, მედიკოსები ადგილობრივ მოსახლეობას კარდაკარ ამოწმებენ.