თბილისში, ქვემო ალექსეევკაში მეორადი სამედიცინო ნივთების გადამამუშავებელი საწარმოს სასაწყობე ფართი დაიწვა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ადგილზე ცხრა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
უწყების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.