მთავრობა საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების კუთხით, მიდგომების გამკაცრებას ქვეითების მიმართაც გეგმავს. აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება.
კერძოდ, პროექტის თანახმად, ქვეითის მიერ მოძრაობის წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის ზომად გათვალისწინებული ჯარიმა გაორმაგდება და არსებული 10 ლარის ნაცვლად, 20 ლარი გახდება.
აღნიშნულის ერთი წლის განმავლობაში გამეორებისთვის ჯარიმა 20 ლარის ნაცვლად 40 ლარი გახდება. ხოლო თუ ქვეითის ქმედებებს საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება მოჰყვება - ფულადი სანქცია 50 ლარის ნაცვლად 150 ლარი იქნება.