კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქტების სექტორი, მომდევნო 6 წლის განმავლობაში 11 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. ხოლო, ორგანიზებული ბაზრის წილი თითქმის გაორმაგდება იმავე პერიოდში. ამის შესახებ ცნობილი, ,,თიბისი კაპიტალის“ მიერ მომზადებული სექტორის საინვესტიციო კვლევის შედეგად გახდა. აღსანიშნავია, რომ კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის სექტორისთვის ეს პირველი საინვესტიციო ანალიზია. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ორგანიზებულ საცალო ვაჭრობას, ანუ ბრენდირებულ ქსელურ სავაჭრო ობიექტებს, განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ. ცნობისთვის, გასული წლის მდგომარეობით, აღნიშნული სექტორის ბრუნვა 7.8 მილიარდი ლარის მოცულობის იყო, საიდანაც მხოლოდ 16 % ეკავა ორგანიზებული ბაზრის მოთხოვნებს.,,თიბისი კაპიტალის“ მიერ მომზადებულ საინვესტიციო ანალიზს ბიზნესსექტორიც გაეცნო. ბიზნესის წარმოამდგენლების თქმით, აღნიშნული კვლევა, კომპანიებსა და ინვესტორებს საშუალებას მისცემს გაეცნონ ბაზრის მიმდიანრე მდგოამრეობას, ამასთან თავად შეაფასონ სექტორის განვითარების პოტენციალი.ცნობსითვის, ,,თიბისი კაპიტალი“ ,,თიბისი ბანკის“ შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს საინვესტიციო მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები, საკრედიტო, სარეიტინგო მომსახურება. ობლიგაციებისა და აქციების ემისია. ასევე საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა.