ქვასთან ჭიდილი და მისი ქანდაკებად ქცევა, "ქართველ მიქელანჯელოდ" წოდებულმა მოქანდაკემ, მერაბ ბერძენიშვილმა ასწავლა. ახლა უკვე ქვაში თავად აცოცხლებს საქართველოს ისტორიას. მერაბ ფირანიშვილს მხოლოდ საქართველო არ იცნობს, მისი სახელი კარგახანია გასცდა ქვეყნის საზღვრებს და მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ გამოცემების ფურცლებსა თუ წამყვანი ტელევიზიებს ეთერში მოხვედრილა. ამის მიზეზი კი უნიკალური ნამუშევრებია.
მას შემდეგ რაც სნოში, ფითაჯურის ფერდობზე ქანდაკებები გაჩნდა, ყველა "არაჩვეულებრივ გამოფენას" ეძახის. არაჩვეულებრივს, იმიტომ, რომ ექსპონატები ღიაცის ქვეშ, მთის ძირზეა შეფენილი. ისედაც ულამაზესი ბუნების ფონზე ერთი მარტივი, მაგრამ ნამდვილი და ჭეშმარიტი ფრაზა აგეკვიატება - ქვაში გაცოცხლებული საქართველოს ისტორია. ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, შოთა რუსთაველი, ვეფხი და მოყმე - მოქანდაკემ ისედაც უკვდავ სახელებს, ახალი სული ჩაჰბერა და ერთ სივრცეში მოუყარა თავი. პორტრეტები გრანიტის ლოდებში გააცოცხლა.