ქუვეითის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თბილისში რეგულარული რეისების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, თბილისსა და ელ-ქუვეითს შორის რეგულარული ავიარეისებს უახლოეს პერიოდში Jazeera Airways-ი (ჯაზირა ეარვეის) დაიწყებს.
ამასთან, უწყების განმარტებით, ქუვეითური ავიაკომპანიის ხელმძღვანელები საქართველოს საავიაციო ბაზარს შემდგომი საქმიანობის ზრდისა და განვითარებისთვის პერსპექტიულ ბაზრად განიხილავენ.