ქუთაისთან, ავტობანზე სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის დამცავი ჯებირი გაარღვია და ხევში ჩავარდა. ავარიის შედეგად, ტრაილერის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.