ქუთაისში, ჟურნალისტ ბუბა ჩივაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჩივაძე საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. ჟურნალისტის თქმით, უცნობი პიროვნება მას ავტომანქანით აეკიდა, შუქნიშანთან შეჩერების შემდეგ კი ავტომობილი დაუზიანა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს.