ქუთაისში უპატრონო ცხოველთა თავშესაფარი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების თავშესაფარი 300 ძაღლზეა გათვლილი. ასევე მოწყობილია პირუტყვის სადგომი. თავშესაფარი მომსახურებას მოქალაქეებსაც სთავაზობს, რომლებსაც მოვლა-პატრონობის მიზნით ადგილზე ძაღლების მიყვანა შეეძლებათ.ახალი ობიექტი აიპ სპეციალური სერვისების სააგენტოსა და მერიის მხარდაჭერით აშენდა. თავშესაფარი ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ გახსნა. მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 120 000 ლარი, ხოლო სპეციალური სერვისებიდან 80 000 ლარი გამოიყო. დღესვე, მეეზოვეებს პროფესიული დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.