ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ტროტუარზე ავტომობილების არასწორ პარკირებაზე კონტროლს ამკაცრებს. კერძოდ, აღნიშნული ქმედება პირველ ჯერზე პირის გაფრთხილებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში მის დაჯარიმებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ზედამხედველობის სამსახურმა რამდენიმე მოქალაქე 500-500 ლარით უკვე დააჯარიმა.