ქუთაისში, თეთრ ხიდზე სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თბილისში კლუბ "ბასიანში" განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას მომხდარი ფაქტის გამო აკრიტიკებენ.აქციაში სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტია “გირჩი” მონაწილეობს.ახალგაზრდები მთავრობას ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებენ.