ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს - Palitra News

ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

2019-09-29 13:12:48+04:00

ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად დატბორილ ადგილებზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქუთაისის მერიის ინფორმაიციით, ზარალის დათვლას საგანგებო შტაბი ახორციელბს, თუმცა მუნიციპალიტეტში ვარაუდობენ, რომ ზარალი დიდია. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, წყლით ძირითადად, სარდაფები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. სტიქიამ ქუთაისში 60-ზე მეტი ოჯახი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა მდინარე ოღასკურის მიმდებარე ტერიტორიაზე. უხვი ნალექის გამო, მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ბოლო მონაცემებით, ქუთაისიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ასზე მეტი გამოძახება შევიდა.