ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი მეორე დღეა გაფიცულია. მძღოლები თავიანთი მოთხოვნის შესრულებამდე, რომელიც მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაზრდას ეხება, მუშაობის დაწყებას არ აპირებენ. გუშინ ქალაქის ვიცე მერსა და მძღოლებს შორის გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მძღოლებთან საუბარს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დღესაც გეგმავენ.
იხილეთ:ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების ნაწილი გაიფიცა