ქუთაისში უმრავლესობის სხდომა გვიანობამდე გაგრძელდა. მმართველი გუნდის წევრები ერთმანეთს დახურულ რეჟიმში შეხვდნენ. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც დაესწრო. შეხვედრაზე მაჟორიტარ დეპუტატებს მოუსმინეს, რომლებმაც მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ისაუბრეს. დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს იმის შესახებ, თუ როგორ გააგრძელებენ არჩევნების შემდეგ ადგილობრივი მთავრობები რეგიონებში მუშაობას. ისაუბრეს ახალ კონსტიტუციასა და 2019 წლის ბიუჯეტზე.