დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებს ახალ სამედიცინო ცენტრში დროული და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღება უახლოეს მომავალში შეეძლებათ. ქუთაისში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრი საზიმოდ პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა გახსნეს. პროექტის შედეგად გაიზრდება სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა და შემცირდება დასავლეთ საქართველოდან პაციენტების ტრანსპორტირებაზე დახარჯული დრო. გარდა ამისა, ახალი ცენტრი რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს. სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო ცენტრის შენობის მშენებლობა და აღჭურვა უკვე დასრულებულია. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრის სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტება.