ქუთაისში სამკერვალო საწარმოს თანამშრომლებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, ადმინისტრაცია ხელშეკრულების პირობებს არღვევს. დასაქმებულები დასვენების დღეების არარსებობაზე, არასათანადო პირობებზე, შეურაცხყოფასა და უხელფასობაზე საუბრობენ. სამკერვალო საწარმო „ქუთექსში“ 120 ადამიანია დასაქმებული და პროტესტს ყველა უერთდება. საწარმოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი გიორგი გოგოლაშვილი თანამშრომელთა ბრალდებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ ხელფასებს მომდევნო კვირაში გადაუხდიან.