ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სამი სალონი გაქურდეს. ობიექტები ღამით გატეხეს და ფაქტის შესახებ მეპატრონეებმა დილით მას შემდეგ გაიგეს, რაც ისინი სამსახურში მივიდნენ.როგორც სალონის მეპატრონეები აცხადებენ, უცნობმა პირებმა სალონებიდან მხოლოდ ფული წაიღეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.