ქუთაისში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სრულად გაითვალისწინა.
პროკურორის განმარტებით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის, ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, დაცვის მხარის განცხადებით კი, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, ის წინასწარ პატიმრობაზე თანახმაა, რის გამოც გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება.
პროცესზე პოზიცია არ დაუფიქსირებია დაკავებულ დავით ცერცვაძეს. მომდევნო პროცესი 25 აგვისტოს გაიმართება.
ბრალდებულმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით 1-ელ ივლისს მოკლა. ის სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე აიყვანეს. სავარაუდო დამნაშავე ბინაში მეზობლებმა ჩაკეტეს და პოლიცია გამოიძახეს.