ქუთაისში კამპანია „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ ფარგლებში ქუჩებში ნიკო ნიკოლაძის, ტიციან ტაბიძის, დავით კაკაბაძის, ნიკო მარის, ექვთიმე თაყაიშვილსი და მელიტონ ბალანჩივაძის პოსტერები გააკრეს.როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ , ეს პოსტერები ერთ-ერთი სიმბოლური ნაწილია იმ აქცია-პერფომანსის , რომელიც 12 მარტს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გაიმართება. პოსტერების ავტორი მხატვარი ლევან ვეკუაა. აქციაზე მხატვრები მოქალაქეებთან ერთად თავიანთი ნამუშევრებით პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას გააპროტესტებენ.