ქუთაისში მოსახლეობა ყინულის მოედნის გახსნას ითხოვს, ისინი პროტესტის ნიშნად ყინულის მოედნის წინ შეიკრებნენ. მათი თქმით, ამ მოედანს არა მარტო სპორტული, არამედ სამედიცინო დანიშნულებაც აქვს. სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოადგილის თქმით, აგრეგატის შესაძენი თანხა გამოყოფილია და ტენდერი ერთ თვეში ჩატარდება. თუმცა როდის დაიწყებს მოედანი მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია.