ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მერაბ კვირიკაშვილი დაიკითხება, ასევე ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებების წარმოდგენა დასრულდება. პროცესს მერაბ კვირიკაშვილი ადვოკატთან ერთად ესწრება. პროცესს უძღვება მოსამართლე მურთაზ კაპანაძე უძღვება. საქმე ეხება 2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.