ქუთაისის შემოვლით გზაზე, 2016 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის დედა ნანა თოდუა ავარიაში მონაწილე მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის დასჯას მოითხოვს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ავარია სწორედ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიწვია. „ყველამ, ცნობილმა მეცნიერმა, ხელოვანმა, სპორტსმენმა, თანამდებობის პირმა თუ უბრალო მოქალაქემ, ყველამ ერთნაირად უნდა აგოს პასუხი ჩადენილი დანაშაულისთვის. წერს ნანა თოდუა სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, კვირიკაშვილის ბრალეულობა ექსპერტიზის დასკვნას, მტკიცებულებები და მოწმეების ჩვენებები ადასტურებს. ცნობისთვის მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს ავარიის საქმეზე ბრალი წარედგინა. სასამართლო პროცესი კი ხუთშაბათსაა ჩანიშნული. მორაგბეს ადვოკატი ამბობს რომ კვირიკაშვილს ამ ეტაპზე 15 000 ლარის ოდენობის გირაო აქვს შეფარდებული. მისივე თქმით, კვირიკაშვილი დამნაშავე არაა.